უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
22:05 11.09.2017
უნგრეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა დღეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ უნგრეთის ელჩს მიულოცა საქართველოში მისიის დაწყება დაწარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული აქტიური ურთიერთობები, რასაც ადასტურებს ურთიერთშეხვედრებისა და ვიზიტების გაცვლის მაღალი ინტენსივობა. ხაზი გაესვა კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობას.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გააქტიურების აუცილებლობაზე. როგორც ვიქტორია ჰორვატმა აღნიშნა, საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში, მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა იქნება.

ვიქტორია ჰორვატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა მზადყოფნა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

ბეჭდვა