ანდრიუს კუბილიუსი: სააკაშვილმა გარკვეულწილად უკანონო ნაბიჯი გადადგა, რომელიც უკრაინაში ქაოსს გამოიწვევს
ანდრიუს კუბილიუსი: სააკაშვილმა გარკვეულწილად უკანონო ნაბიჯი გადადგა, რომელიც უკრაინაში ქაოსს გამოიწვევს
18:10 11.09.2017

ლიტვის ყოფილი პრემიერ - მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების სამწუხარო განვითარება უკრაინის ხელისუფლების შეცდომაა, რომელმაც სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა.
კუბილიუსის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკანონო ნაბიჯი გადადგა, რომელიც ქაოსს გამოიწვევს უკრაინაში.
"ეს მოვლენების სამწუხარო განვითარებაა და პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების შეცდომაა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილმა გარკვეულწილად უკანონო ნაბიჯი გადადგა, რომელიც უკრაინაში ქაოსს გამოიწვევს. ვისურვებდი, რომ მენახა ამ პრობლემის ცივილიზებული კუთხით გადაჭრა"-განაცხადა კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად უკრაინის საზღვარი საკონტროლო- გამშვებ პუნქტზე კორდონის გაარღვევის შედეგად გადაკვეთა.

ბეჭდვა