კოალიცია „ქართული ოცნების“ შემდეგი წინასაარჩევნო აქცია 15 ივლისს გორში გაიმართება.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა დღეს მცხეთაში გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ყველგან მივალთ, მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მას მტკიცედ სჯერა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიგებს.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს მის წინააღმდეგ, მაინც ვერაფრით შეაჩერებს.
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური წინასაარჩევნო აქციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში და დღეს მცხეთაში.
