მიხეილ ჯანელიძე დღეს სომხეთს ეწვევა
 მიხეილ ჯანელიძე დღეს სომხეთს ეწვევა
11:35 11.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს სომხეთს ეწვევა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან გამართავს შეხვედრებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც განიხილავენ.

ბეჭდვა