ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
19:51 01.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში გამართულ „ქართული ოცნების“ აქციაზე მცხეთა-მთიანეთის   რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
მისი თქმით, კოალიციიდან მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ექიმი დიმიტრი ხუნდაძე იქნება, დუშეთში- რეჟისორი ირაკლი ტრიპოლსკი, ყაზბეგში - ექიმი მირიან წიკლაური წარადგინა, ხოლო თიანეთში - იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.
მან ოთხივე კანდიდატი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ისინი არჩევნებს აუცილებლად მოიგებენ.



ბეჭდვა