ბიძინა ივანიშვილი მცხეთის აქციაზე უკვე მივიდა
 ბიძინა ივანიშვილი მცხეთის აქციაზე უკვე მივიდა
19:03 01.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მცხეთაში უკვე ჩავიდა.
ივანიშვილი თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის  მონაწილეებს შეუერთდა. იგი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს და მისი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
ივანიშვილი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მთელი დღე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა. იგი ხალხს სტეფანწმინდაში, ფასანაურში, გერგეთზე შეხვდა.
მცხეთის აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება და მასზე რეგიონიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები კანდიდატები დასახელდებიან.

ბეჭდვა