ესტონეთში, ტალინში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ
ავსტრიელ კოლეგასთან სებასტიან კურცთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო-ავსტრიის ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში არსებული წარმატებული და აქტიური თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური დაკულტურული მიმართულებით, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნამ. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ეკონომიკურითანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციით, აღინიშნა ავსტრიული კომპანიების სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ,განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი უფრო დიდია დამხარეებმა უნდა იმუშაონ მისი სრულად რეალიზაციისათვის.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები. ავსტრიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სრული მხარდაჭერა მისევროპულ მისწრაფებებში და აღნიშნა საქართველოს თვალსაჩინო წარმატება ინტეგრაციის პროცესში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ნოემბრისსამიტზე და იმედი გამოთქვესმ, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულითანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, აღინიშნა ეუთო-ს როლი კონფლიქტისმშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
