პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის
პრემიერად დანიშვნით, ხელისუფლებას საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერება სურს.
ამის შესახებ ივანიშვილმა საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას აღნიშნა.
„მათ სურთ პოლიციის გამკაცრება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ უგუნურებას, რომ ანალიზის უნარი არ აქვთ და სწორი გზა დაკარგეს“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერება უნდა.
მისი შეფასებით, როგორი ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს, ხელისუფლებას არაფერი გამოუვა, მას რამდენიმე თვე დარჩა, რის შემდეგაც წასვლა მოუწევს.
„მათ რამდენიმე თვე დარჩათ და გავისტუმრებთ. ხალხს ვპირდები, რომ საქართველოში ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება მოვა“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
