მიხეილ ჯანელიძე ესტონეთს ეწვევა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთს ეწვევა
12:10 07.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთს მიმდინარე წლის 7-8 სექტემბერს ეწვევა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ესტონეთის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამუშაო შეხვედრაში.
ღონისძიებაზე 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას განიხილავენ.


ასევე შეეხებიან უსაფრთხოების სფეროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სტაბილურობის გაძლიერების, რაც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთმნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა.
მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან.



ბეჭდვა