თბილისის საკრებულოს დეპუტატმა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან", ზაზა გაბუნიამ მეტეხის ქუჩის 14 ნომერში მდებარე ავარიულ სახლი
მოინახულა და მის მცხოვრებლებს სახლის მდგომარეობაზე ესაუბრა.
ზაზა გაბუნიას თქმით, სახლი ამორტიზებული მდგომარეობაშია და სიცოცხლსათვის საშიშად ითვლება. ინგრევა მისი საყრდენი კედელიც, რომლის გამაგრებასაც მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში სახლის ჩამონგრევაა მოსალოდნელი, რასაც შესაძლოა ტრაგიკული შემთხვევაც მოჰყვეს.
ზაზა გაბუნუამ "ნიუსპრესთან" საუბარში აღნიშნა, რომ სახლის შესაკეთებლად ბიუჯეტში საკმარისი ფინანსური რესურსი არსებობს, მისმა მცხოვრებლებმა შესაბამის პირებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ძველი თბილისის გამგეობა ამ საკითხზე არ ზრუნავს.
ზაზა გაბუნიას ცნობით "ქრისტიან-დემოკრატები" ამ საკითხზე ფრაქციის გაფართოებული სხდომის მოიწვევას აპირებენ, სადაც ძველი თბილისის გამგეობის წარმომადგენლებსაც დაიბარებენ. "თუ ამ ყველაფერ შედეგი არ მოჰყვა, თანამდებობრივი გულგრილობის საკითხსაც დავაყენებთ" - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
