ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დღეს დაასახელებს
ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დღეს დაასახელებს
09:29 08.09.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას მიმდინარე სასესიო კვირაში, დღეს დაასახელებს.

შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ასარჩევი გვყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატურის დასახელება არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. მე პარასკევ დღეს დავასახელებ გენერალური აუდიტორის კანდიდატურას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ 20 სექტემბრისთვის დავამტკიცოთ გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ბეჭდვა