მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც ოლიგარქებს საქმე ძალიან ცუდად წაუვათ
მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც ოლიგარქებს საქმე ძალიან ცუდად წაუვათ
15:46 05.09.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში მისი ძალიან ეშინიათ, მიუხედავდ იმისა რომ არც იარაღი აქვს და არც იკბინება.

მისივე თქმით, ოლიგარქებს საქართველოშიც და უკრაინაშიც ძალიან ცუდად წაუვათ საქმე.

„მივდივარ კიდევ ორ ქვეყანაში, შეიძლება ბრიუსელშიც გავიარო და ვემზადებით კვირისთვის. როგორც არასდროს, ისე ძლიერად მინდა წასვლა. ძალიან ეშინიათ ჩემი, იარაღი მე არ მაქვს და არ ვიკბინები, მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია ისე განვითარდება, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც ოლიგარქებს საქმე ძალიან ცუდად წაუვათ“-აღნიშნა სააკაშვილმა „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას მოითხოვს. ოფიციალური დოკუმენტი უკრაინიდან საქართველომ დღეს მიიღო. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკასვილის ძებნასა და ექსტრადირებაზე.

რაც შეეხება სააკაშვილს, ის პოლონეთიდან უკრაინაში შესვლას 10 სექტემბერს აპირებს, მანამდე კი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა კოპენჰაგენში ევროპის საპარლამენტო ანსამბლეაზე განხილვის მთავარი თემა გახდა. მიხეილ სააკასვილის წინაარმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა ორმხრივ შეხვედრებზეც განიხილეს.



ბეჭდვა