ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს ხვდება
 ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს ხვდება
13:01 05.09.2017
ფინანსთა სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ, სერ სუმა ჩაკრაბარტსა და პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილს შორის.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი, ფრანსის მალიჟი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი, ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა.


შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობას, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.


EBRD-ის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან. გარდა ამისა, EBRD-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში.
ბეჭდვა