საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს კორეის სახალხო
დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ბირთვული ცდის გამო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო უცხადებს სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობას და მკაცრად გმობს ფხენიანის პროვოკაციულ ქმედებებს, საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევას.
საქართველოსთვის, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის და ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმება თამონაწილესათვის, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა დასტაბილურობის შენარჩუნებას.
