მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა
 მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა
12:37 05.09.2017
ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარესთან, მიხაილ მიასნიკოვიჩთან, ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან და ბელარუსის პარლამენტში საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ვიტალი მისევეცთან.

უწყების ცნობით, ბელარუსის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ ურთიერთობებს და მათი განვითარების მნიშვნელობას. ბელარუსის ეროვნული კრებისა და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის გამორჩეული მეგობრობა და საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება და მზადყოფნა კიდევ უფრო შეუწყონ ხელი პოზიტიური ურთიერთობების განვითარებას, არა მხოლოდ საპარლამენტო დონეზე, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ხალხთაშორისი და ბიზნესკონტაქტების კუთხით.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მიმდინარე წლის, ნოემბერში ბელარუსში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაგეგმილ ვიზიტს და აღინიშნა, რომ ვიზიტი მეტ იმპულსს მისცემს საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე ორი ქვეყნის კავშირების გამყარებას.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ბელარუსის პოლიტიკური წრეების მნიშვნელოვან როლს ორ ხალხსა და ქვეყანას შორის არსებულ კეთილეგობრულ ურთიერთობებში და მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

აღინიშნა, ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურება, ბელარუსის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა საკუთარი წვლილი შეიტანონ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნირობის კიდევუფრო გაღრმავებაში და ამ მიზნით ხელი შეუწყონ სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა კარგი საინვესტიციო კლიმატი საქართველოში ბევრ უცხოელ ინვესტორს იზიდავს, რაც საინტერესოა ბელარუსის საქმიანი წრეებისთის. ასევე, დადებითად შეფასდა ბელარუსი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, რაზეც მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებიც მეტყველებს (32% ზრდა).

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერისთვის.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში არსებულ თანამსრომლობაზე, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ინიციატივაში ჩართული ქვეყნების განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით. ბელარუსის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ბელარუსის აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ ურთიერთობაში, ასევე სხვადასხვა ფორმატებში. განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს მიერ c ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყოფილი მედიკამენტები და ამ მიმართულებით წარმატებული გამოცდლების გაზიარება.


ხაზი გაესვა წარმატებულ კულტურულ და ხალხთა შორის კონტაქტებს. ბელარუსის პარლამენტარები, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმნენ 2017-2018 წწ. ბელარუსსა და საქართველოში ორივე ქვეყნების კულტურული დღეების ჩატარებას. აღინიშნა გასნაკუთრებული სიყვარული ქართული კულტურის მიმართ, რაზეც მეტყველებს ქ. მინსკში თბილისობის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც მ.წ. 2 სექტებერს დიდი პომპეზურობითგაიმართა.


ბეჭდვა