საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო.
როგორც სოაციალურ ქსელ „Facebook“-ში პრეზიდენტის გვერდზეა აღნიშნული, რამდენიმე კურსდამთავრებულს პრეზიდენტმა თავად გადასცა საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი - სამხედრო სერტიფიკატი და სამკერდე ნიშანი.
წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 78 კურსდამთავრებული ჰყავს, სულ აკადემიაში 300 სტუდენტი სწავლობს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2 წლის წინ განახლდა და ის სრულად სახელმწიფოსგან ფინანსდება.
