"ახალი მემარჯვენეებიში" 2013 წლისთვის ქუთაისში დასუფთავების გადასახადის გაზრდას ვარაუდობენ.
"ახალი მემარჯვენეების" დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, გიორგი ასათიანის განცახდებით, რომელიც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს შორის ერთ-ერთი თვითმმართველობებისთვის დასუფთავების ექსკლუზიური უფლების ჩამორთმევაა. ახალი კანონმდებლობის თანახმად დასუფთავების ახალი სამსახური შეიქმნება.
"ვაღიარებთ, რომ ამჟამად მუნიციპალიტეტების მხრიდან დასუფთავების კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემებია, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარებისას თვითმმართველობების დასუსტება არ უნდა მოხდეს. ამით მივიღებთ ისეთ მდგომარეობას, როცა თვითმმართველობებს მხოლოდ ქუჩებისთვის სახელების გადარქმევის ფუნქციაღა შერჩება" - განაცხადა გიორგი ასათიანმა "ნიუსპრესთან" საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ ცვლილების შედეგად მომავალში, რეგიონებში 50 თეთრიანი დასუფთავების გადასახადის მომატებაცაა მოსალოდნელი.
"ეტყობა ამ კუთხთ ხელისუფლება რაღაც სიურპრიზს გვპირდება. დიდი ამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ როდესაც მსგავსი ტიპის ცვლილებები ხდებოდა, ასეთ მონოპოლიურ მდგომარეობას აუცილებლად მივყავდით გადასახადების გაზრდისკენ" - აღნიშნა გიორგი ასათიანმა.
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინა. მისი ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
