მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე მსწრაფლმზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, ამიტომ ჩემს ხელოვნურად ჩამოშორებას ცდილობენ
მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე მსწრაფლმზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, ამიტომ ჩემს ხელოვნურად ჩამოშორებას ცდილობენ
15:59 04.09.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინული მხარე მის პოლიტიკურ საქმიანობისგან ჩამოშორებას ცდილობს.
მისივე თქმით, უცხოეთში უკრაინის დიასპორა მას მხარს უჭერს.

„ბოლო კვირები იპიპის ხელმძღვანელობასთან და ევროპარლამენტის წევრებთან მაქვს ურთიერთობა. ეს არის სიტუაცია, რომელიც უკრაინაში ჩემ გარშემო შეიქმნა, აქ მე ყველაზე მსწრაფლმზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ და შესაბამისად, ხელოვნურად ცდილობენ ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას.
საქართველოში სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება, ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან და ისინი სწორედ ახლა არიან მორყეულები. ამ მომენტის გაშვება კი ნამდვილად არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის და მით უფრო იმ ხალხისთვის, ვინც მე მხარს მიჭერს უკრაინაში.
უკრაინის დიასპორა უცხოეთში, ისევე როგორც ქართველების შემთხვევაში, მასობრივად მიჭერდნენ მხარს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ეს არის უკრაინის საზოგადოების ყველაზე წინწასული ნაწილი“-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დანიაში იმყოფება. საქართველოს ექს-პრეზიდენტი კოპენჰაგენში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს შეხვდა, სადაც საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, მისი უკრაინაში დაბრუნება იყო.


ბეჭდვა