ზარდიაანთკარში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა იმართება
ზარდიაანთკარში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა იმართება
13:28 01.07.2012
გორის რაიონში, ზარდიაანთკარში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე  რეაგირების ჯგუფის საგანგებო შეხვედრა იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირების საკითხებში ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელზე მურატ ჯიოევზე დაყრნობით ავრცელებს.

ჯიოევის თქმით, ჯგუფის შეხვედრა ოსური მხარის მოთხოვნიით იმართება, რადგან სოფელ ზარდიაანთკარში ქართული საგუშაგოს მოწყობითა და პოლიციის მიერ პოზიციების გამყარებით, ოსური მხარე შეშფოთებულია.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ექვემდებარება და ქართული მხარის ქმედებებზე მათ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ.

„ჩვენ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ ევროკავშირის წარმომადგნელებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვითარება განიმუხტოს“ - აღნიშნა ჯიოევმა.

ბეჭდვა