მცხეთაში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება
მცხეთაში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება
11:27 01.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას მცხეთაში მონაწილეთა კოლონები მცხეთა-მთიანეთის 3 რაიონიდან შეუერთდებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონები მცხეთაში ყაზბეგიდან, დუშეთიდან და მთიანეთიდან წავლენ.

„ისინი სხვადასხვა მიმართულებიდან სხვადასხვა დროს გამოვლენ და თეატრონის ტერიტორიაზე ცალ-ცალკე შევლენ, სადაც პარკინგისთვის სპეციალური ადგილებია“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მონტაჟდება სცენა, ასევე, სამუშაო ადგილები ვიდეოკამერებისა და ჟურნალისტებისთვის.

„დიდი ეკრანიც უკვე პრაქტიკულად გამართულია და დაახლოებით 2 საათში მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებული გვექნება“- აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აქციას პირდაპირ მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე შეურთდება.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მას დღის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში 19:00 საათზე დაიწყება. აქციაზე მცხეთა-მთაინეთში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდებიან.

ბეჭდვა