ირაკლი კობახიძემ აშშ-ს კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ აშშ-ს კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა
12:53 01.09.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას, კონგრესმენ ჰეროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და არსებული ურთიერთობების მომავალში გაღრმავების მნიშვნელობაზე.
კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკა ამაყობს საქართველოს მიერ გლობალური მასშტაბით დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვისათვის შეტანილი წვლილით, რისთვისაც მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
კონგრესმენმა ჰეროლდ როჯერსმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს წინსვლას და პროგრესს.
მისივე განცხადებით კონგრესს სურს, საქართველოს შეუნარჩუნდეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარება, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდამჭერი მსოფლიოში დემოკრატიისა დათავისუფლების გასამარჯვებლად.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე ორ ქვეყანს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე.
ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ჰეროლდ როჯერსი ხელმძღვანელობს, შედიან კონგრესმენები: ჰენრი ქუელარი, ჩარლზ ფლეიშმანი, სტივ უომეკი, ჯონ დანკანი და ჯონ კარტერი.


ბეჭდვა