საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა ევროპის
საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, ირაკლი გივიაშვილსა და ტორბიორნ იაგლანდს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მთავარი მიმართულებები, ხაზი გაესვა იმ დადებით დინამიკას, რომელიც საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის კუთხით არსებობს.
