საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრთა
კაბინეტის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა სულიერების მეჩეთი.
გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტსა და მეჯლისის თავმჯდომარეს.
