თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან შეხვდრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივ
ურთიერთობებს და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ახალ იმპულსს მისცემს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ჩვენ მადლიერნი ვართ თურქმენეთის პოზიციითვის საერთაშორისო ფორმატებში და ჩვენი მხრიდან ყოველთვის მხარს ვუჭერთ მათ ინიციატივებს. პარლამენტთაშორისი ფორმატი, ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა, ჩვენს ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ჩვენ ვადასტურებთ სურვილს, განვავითაროთ საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან“-აღნიშნა პრემიერმა.
