გორის ციხის მიმდებარედ „კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენა - კარნავალი“ გაიმართება
გორის ციხის მიმდებარედ „კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენა - კარნავალი“ გაიმართება
14:27 29.06.2012
გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ „კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენა - კარნავალი“ მოეწყობა.
კარნავალზე მოძრაობის თეატრი ისტორიულ ფაქტებსა და გმირებს გააცოცხლებს. ღონისძიებაზე იქნებიან ბერიკები და „შავნაბადოსნები“, გაიმართება წარმოდგენა "სტუმარ-მასპინძელი".
საღამო ხალხური სიმღერებით გაფორმდება. სუხიშვილების მუსიკოსები ძველი ხალხური საკრავების პროგრამას წარადგენენ.
კარნავალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნის. წარმოდგენები გორის ციხის 6 სხვადასხვა ადგილას გაიმართება. ღონისძიება ცეცხლოვანი პერფორმანსით დაიხურება.
კარნავალი 18:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა