ანსამბლმა "არგინეთმა" ბულგარეთში გასტროლები დაასრულა
ანსამბლმა "არგინეთმა" ბულგარეთში გასტროლები დაასრულა
13:09 26.06.2017
ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა ანსამბლმა „არგინეთმა“ ბულგარეთის რესპუბლიკაში გასტროლები დაასრულა. ფესტივალ "რახოვჩეს" ფარგლებში ანსამბლი, განახლებული რეპერტუარით რამდენჯერმე წარსდგა მაყურებლის წინაშე. კონცერტები გაიმართა მეზობელ ქალაქებშიც. ასევე, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც მოხდა საჩუქრების გადაცემა. მოეწყო ექსკურსიები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. 24 ივნისს კი ფესტივალის დახურვის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა.
25 ივნისს "არგინეთმა" აგრევე, მონაწილეობა მიიღო ქალაქ პაზარჯიკში გამართულ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გალა კონცერტში, რომელშიც ბულგარეთის, პოლონეთის, ესპანეთის, მაკედონიის და განის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ორივე ფესტივალზე ანსამბლმა მაყურებელთა განსაკურებული მოწონება დაიმსახურა და სპეციალური დიპლომებით და პრიზებით დაჯილდოვდა.

ბეჭდვა