აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა დასავლეთ საქართველოში საიუბილეო ტურნე გამართა
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა დასავლეთ საქართველოში საიუბილეო ტურნე გამართა
12:25 26.06.2017
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დასავლეთ საქართველოში დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტები ბათუმსა და ფოთში გამართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლმა წარადგინა ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები. ისმოდა ქართულ-აფხაზური უძველესი სიმღერებიც. ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. საზოგადოებამ იხილა ქორეოგრაფიის თითქმის მივიწყებული ნომრები და მაღალი შეფასება მისცა სახელმწიფო ანსამბლის შემოქმედებას.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ფოთის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის მუსიკალური საზოგადოების დიდი ნაწილი, ფერიის სკოლის პედაგოგები, „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელები, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია - „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ბათუმის კლუბის წევრები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
26 ივნისს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრება.

ბეჭდვა