პოლონეთის ქალაქ რაძიონკოვში ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის მე-8 საერთაშორისო ფესტივალზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის
დაფინანსებით გასტროლებზე იმყოფება დიდაჭარის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერმისი“.
ფესტივალის პირველი დღე საექსკურსიო-შემეცნებით ღონისძიებებს დაეთმო. ანსამბლი იმყოფებოდა ძველ დედაქალაქ კრაკოვში, სადაც სპეციალური პროფილის ლიცეუმებში ორი კონცერტი გამართა. შემდეგ მონაწილეობა მიიღო საზეიმო მსვლელობაში ქალაქის ძველ ნაწილში, ხოლო ფესტივალის საზეიმო გახსნისას, ქალაქის ამფითეატრში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ფესტივალი 14 ივნისს დასრულდება.
