ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს წელს დაარსებიდან 80 წელი უსრულდება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხულოში თეატრის კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა თეატრების მსახიობთა დასები სპექტაკლებს წარმოადგენენ. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით რეჟისორმა ზურაბ სიხარულიძემ წარმოადგინა გურამ ბათიაშვილის პიესა „სამშობლო მცირეთა და მრავალთა“. სპექტაკლმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
