თსუ-ში ბესიკ ხარანაულის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში ბესიკ ხარანაულის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
09:01 27.06.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის წიგნის - „ლექსები, პოემები 1954–2005“ პრეზენტაცია  გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, კრებული „ლექსები, პოემები 1954–2005“ ბესიკ ხარანაულის შემოქმედების სრულ კრებულს წარმოადგენს. ის 1954 –2005 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს.
წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოიცა.
პრეზენტაციას მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მიწვეული სტუმრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
ბესიკ ხარანაული ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული ნაწარმოების - „ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის” და „სამოც ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა”.
მისი პოეზია სხვადასხვა ენებზეა ნათარგმნი. 2010 წელს მისი პოემის ფრანგული თარგმანი „წიგნი ამბა ბესარიონისა” საფრანგეთში გამოიცა.

ბეჭდვა