ხულოში "ორად ორი იუბილარისა და მათი მეგობრების" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ხულოში "ორად ორი იუბილარისა და მათი მეგობრების" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
16:22 23.05.2017
ხულოს მუნიციპალიტეტს დღეს ყველა პატარასთვის და არა მარტო მათთვის საყვარელი ორი ჯუჯა - ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი - მეგობრებთან ერთად სტუმრობდნენ.
ჯუჯები წელს იუბილარები არიან. ვახტანგ ტატიშვილს 24 ნოემბერს 75 წელი შეუსრულდება, ნუგზარ კვაშალმა კი 65 წლის იუბილე 15 იანვარს იზეიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით საიუბილეო კონცერტი იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში გაიმართა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო როგორც მუსიკალური, ისე ჯამბაზის ნომრები. ბავშვების გართობაზე ჯუჯებთან ერთად, მხიარული ჯამბაზი „ვოვაც“ ზრუნავდა.
კონცერტიდან შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა დახმარების კავშირ „თანადგომაში“ გადაირიცხება

ბეჭდვა