ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
13:52 19.05.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 19-დან 24 მაისის ჩათვლით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით: „What’s New, Georgia?”. ღონისძიების ფარგლებში ქართველ დიზაინერებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები გააცნონ უცხოელ აუდიტორიას, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და სახელი გაითქვან საერთაშორისო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის კვირეულში საკუთარ კოლექციებს წარადგენენ ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: ლაკო ბუკია, ლალო კარდიგანსი, ჩუბიკა, ლაშა დევდარიანი და რია ქებურია, ხოლო ორგანიზაცია „Project ArtBeat“, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ქართული ხელოვნების სფეროში ინოვაციურ წამოწყებას წარმოადგენს, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამართავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით “Mother Georgia”, by Brian Griffin, რომელზე გამოსაფენი ფოტოებიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა 1989 წელს საქართველოში იაპონური ცნობილი ბრენდის „Comme des Garçons“ დაკვეთით გადაიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის პარალელურად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, სადაც იაპონელ აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ კულტურასა დ აშემოქმედებას. ამასთანავე, მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამო, ხოლო უქმე დღეებში ერთ-ერთი იაპონური რესტორანი ქართული სამზარეულოს კერძების პრეზენტაციას გამართავს.

ბეჭდვა