კორეის დედაქალაქში გახსნილ მრავალკულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდია წარმოდგენილი
კორეის დედაქალაქში გახსნილ მრავალკულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდია წარმოდგენილი
19:47 18.05.2017
კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კორეული კომპანია Lotte Group-ის ცენტრალურ სავაჭრო ცენტრში 17 მაისს გახსნილ მრავალკულტურულ გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ქართული სტენდი, რომელზეც ქართული კულტურის ამსახველი ექსპონატები განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი კორეული კომპანია Lotte Group-ის ცენტრალურ სავაჭრო ცენტრს ყოველთვიურად მილიონობით ტურისტი და ადგილობრივი მოსახლე სტუმრობს.

Lotte Group-ის სავაჭრო ცენტრში გახსნილი გამოფენა ერთ კვირას გასტანს, მისი დასრულების შემდეგ კი საელჩოს მიერ ქ. სეულის მრავალკულტურულ მუზეუმთან ჩატარებული აქტიური სამუშაოს შესაბამისად, ქართული კულტურის ნიმუშები მუდმივი განთავსებისთვის მუზეუმს გადაეცემა.


ბეჭდვა