„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მე-10 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2017” დასრულდა.
ხულოს მუნიციპალიტეტი ფესტივალში აქტიურად იყო ჩართული. სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული იქნა ისტორიული მემკვიდრეობისა და ტურისტული ობიექტების სარეკლამო ბუკლეტები და ფლაერები. მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტო და ვიდეო ჩვენება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების ფოტოგამოფენა. წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები და ადგილობრივი კულინარია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ხულოს მუნიციპალიტეტი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მე-10 საერთაშორისო გამოფენა ‘EXPO BATUMI 2017’ -ის გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება და რეგიონისთვის სულ უფრო მეტი შედეგის მომტანი ხდება. მასში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გასტრონომია, ფოლკლორი, ხელნაკეთი ნივთები და საინფორმაციო მასალები. დაინტერესებულ დამთვალიერებელს და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს შეეძლოთ გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ობიექტების, დაცული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების შესახებ განახლებულ ინფორმაციას.
„EXPO BATUMI 2017“ წელს წარმოდგენილი იყო საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ირანი, პოლონეთი. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. "EXPO BATUMI 2017" ის მხარდამჭერია - აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი , საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.
