იაპონიის მთავრობამ გამოაცხადა იაპონიის იმპერატორის ჯილდოს ლაურეატები 2017 წლის გაზაფხულისთვის.
ლაურეატთა შორის, საქართველოდან, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია.
ანანიაშვილი დაჯილდოვდება ლენტით დამშვენებული ამომავალი მზისა და ოქროს სხივების ორდენით.
"ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ჯილდოვდება ორდენით ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობით იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის"-ნათქვამია განცხადებაში.
