ლონდონში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამო გაიმართა
ლონდონში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამო გაიმართა
22:01 28.04.2017
ლონდონში ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და მიღება გაიმართა.

ბარათაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრა ქართველოლოგმა, ბარათაშვილის ლექსების მთარგმნელმა დონალდ რეიფილდმა.

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს საელჩოსა და აზიის სახლის თანამშრომლობით ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი. საღამოს დაესწრნენ გაერთიანებული სამეფოს კულტურული და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები.


ბეჭდვა