საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ მსახიობ მარლენ ეგუტიას ვარსკვლავი გაიხსნება.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება სამუელ ბეკეტის მიხედვით დადგმული მონო სპექტაკლი - „კრეპის უკანსაკნელი ფირი“, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილია. ასევე, სცენა სპექტაკლიდან „დეკამერონი“.
მარლენ ეგუტია ქართული თეატრის სცენაზე 45 წელია მოღვაწეობს, ვარსკვალივის გახსნას და შემოქმედებით საღამოს მას ქართული თეატრის წარმომადგენლები მიულოცავენ.
ღონისძიება დღეს 20:00 საათზე დაიწყება.
