ქარელის კულტურის ცენტრში მსახიობ მურად საზანდრიშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
ქარელის კულტურის ცენტრში მსახიობ მურად საზანდრიშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
20:17 04.04.2017
ქარელის კულტურის ცენტრში თეატრის მსახიობის,პედაგოგისა და მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორის, მურად საზანდრიშვილის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
საზანდრიშვილს დაბადების დღე კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფმა, ბავშვობის მეგობრებმა და კლასელებმა მიულოცეს. ღონისძიებაზე გაიხსენეს მის მიერ განვლილი გზა და შესრულებული როლები . მურად საზანდრიშვილს კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

ბეჭდვა