„თიბისი გალერეაში“ ლულუ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
„თიბისი გალერეაში“ ლულუ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
09:08 21.06.2012
„თიბისი გალერეაში“ დღეს მხატვარ ლულუ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლულუ დადიანის  მიერ სხვადასხვა დროს, 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი 30-მდე ნამუშევარი.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ექსპოზიცია ლულუ დადიანის ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის რეტროსპექტივაა.
გამოფენა „თიბისი გალერეაში“ დღეს 19:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა