გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს ხვდება
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს ხვდება
19:09 20.06.2012
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს ხვდება.
ცნობილია, რომ შეხვედრაზე „სახალხო კრების“ წევრები - ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი იმყოფებიან, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას არც „სახალხო კრებისა“ და არც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში არ ფლობენ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან საუბარში რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ "სახალხო კრების" წევრებისადმი მას აქვს სურვილი და შეთავაზება. აღნიშნული წინადადების თანახმად, თუ ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი რეგიონებში კოალიციასთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატებს მოხსნის და მათ დაუჭრს მხარს.

შეთავაზება „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ უკვე განიხილა და ამ საკითხზე კოსულტაციების დაწყების უფლება ნონა გაფრინდაშვილს, გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს მიანიჭა.

ბეჭდვა