თბილისის ისტორიის მუზეუმში კლასიკოსი მხატვრის დავით გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
თბილისის ისტორიის მუზეუმში კლასიკოსი მხატვრის დავით გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
18:34 19.06.2012
მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი კლასიკოსი მხატვრის დავით გაბაშვილის ნამუშევართა გამოფენა ხვალ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ოჯახის კერძო კოლექციაში დაცული 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი და ქანდაკება.
გამოფენა ისტორიის მუზეუმში 2 ივლისამდე გაგრძელდება.
დავით (დუდა) გაბაშვილი 1914 წელს თბილისში დაიბადა. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობებში, მუზეუმში, კინოსტუდიაში და პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გაბაშვილი საუკეთესო საბჭოთა მხატვართა ასეულშია შესული.

ბეჭდვა