დღეს ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება
დღეს ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება
08:53 15.06.2012
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრსა და მუსიკალურ დარბაზში დღეს, ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება.
ფესტივალის დამფუძნებელი მუსიკოსი, კლარნეტისტი, თბილისის ჩასაბერ საკრავთა საერთაშორისო ფესტივალისა და ჭიათურის „ზამთრის აკადემის“ დამფუძნებელი ლევან ცხადაძეა.
კონცერტების გარდა, ფესტივალს საგანმანათლებლო მიზანი აქვს და ცოცხალ პროცესში ახალგაზრდა მუსიკოსების, მათი პედაგოგებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას გულისხმობს. დაგეგმილია მასტერკლასებიც, რომელზე დასწრებაც სამი დღის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი, მუსიკოსები - ლევან ცხადაძე, ნინო გვეტაძე, გიორგი გვანცელაძე, მარიკა მაჩიტიძე, მიხეილ ქართველიშვილი და სტუმრები ჰოლანდიიდან და ავსტრიიდან - ლიზა იაკობსი და შტეფანი პაგიჩი.
ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ბეჭდვა