საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმი საქართველოსა და ბულგარეთს შორის კულტურის, ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობის, ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას ითვალისწინებს.
მას ხელს მოაწერენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ვეჟდი ლეტიფ რაშიდოვი.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ვეჟდი ლეტიფ რაშიდოვი თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ეროვნულ მუზეუმს - გალერეას დაათვალიერებს, გამგზავრებამდე კი - მცხეთას ესტუმრება.
