მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად, დღეს მოსკოვში, საერთაშორისო ფესტივალში „Zavtra“ მონაწილეობას მიიღებს.
ქათამაძის და ჯგუფ „ინსაითის“ ღია ცის ქვეშ კონცერტი ფესტივალის ფარგლებში, მოსკოვის გორკის პარკში გაიმართება. ნინო ქათამაძესთან ერთად ამ დღეს კონცერზე გამოვლენ ფრანგი მომღერალი Zaz, ასევე, Brainstorm და ივან დორნი.
„ლენტა რუს“ ინფორმაციით, ქათამაძე და მისი ჯგუფი, რომლიც ფოლკლორის, ჯაზისა და როკის დახვეწილ სინთეზს სთავაზობს მსმენელს პოსტსაბჭოურ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ხვალ კი, ფესტივალი პეტერბურგში გადაინაცვლებს და კონცერტი ელაგინის კუნძულზე გაიმართება.
