საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს ლიტერატურული გაზეთის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „კრიტიკა, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა” გამარჯვებულები
გამოვლინდებიან.
პირველი ადგილის მფლობელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დააჯილდოებს.
სამინისტროში სულ 40-მდე საკონკურსო ნამუშევარი შევიდა. 5 კაციანმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულებს დიპლომებთან ერთად ფულადი ჯილდო - I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი - 800 ლარი, III ადგილი - 600 ლარი გადაეცემათ.
კონკურსში მონაწილეობა წელს ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიტერატურული კონკურსი საუკეთესო ესსეს, კრიტიკული თუ პუბლიცისტური წერილების გამოვლენას ისახავს მიზნად.
