თბილისში ჯაზის ფესტივალი - Kavkaz Jazz 2012 გაიმართება
თბილისში ჯაზის ფესტივალი - Kavkaz Jazz 2012 გაიმართება
16:27 03.06.2012
თბილისში 6 ივნისს კავკასიის ჯაზფესტივალი - Kavkaz Jazz 2012 გაიხსნება.
ფესტივალში მონაწილეობას სამხრეთ კავკასიისა და ევროპული ჯაზბენდები მიიღებენ.

ჯაზფესტივალი 19.00 საათზე ფოტოგამოფენით „German Jazz“ გაიხსნება.

ფესტივალის ფარგლებში „მაგთიკლუბში“ Jam Sassion გაიმართება, ხოლო ფესტივალი 9 ივნისს დედაენის პარკში კონცერტით დაიხურება, რომელსაც მსურველები უფასოდ დაესწრებიან.

ფესტივალში მონაწილებას მაია ბარათაშვილი, დინი ვირსალაძე, დავით ბარნაბიშვილი, ავსტრიიდან Helmut Kaplan Trio, Sharak სომხეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან Jazzery და სხვა შემსრულებლები მიიღებენ.






ბეჭდვა