ნინო ქათამაძე და „ინსაითი“ მოსკოვსა და პეტერბურგში კონცერტს გამართავენ
ნინო ქათამაძე და „ინსაითი“ მოსკოვსა და პეტერბურგში კონცერტს გამართავენ
08:50 31.05.2012
მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად, 9-10 ივნისს მოსკოვსა და პეტერბურგში საერთაშორისო ფესტივალში - „Zavtra“ მიიღებს მონაწილეობას.

„ლენტა რუს“ ინფორმაციით, ქათამაძე და მისი ჯგუფი, რომელიც ფოლკლორის, ჯაზისა და როკის დახვეწილ სინთეზს სთავაზობს მსმენელს, პოსტსაბჭოურ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

9 ივნისს ნინო ქათამაძის და ჯგუფ „ინსაითის“ ღია ცის ქვეშ კონცერტი ფესტივალ „Zavtra“-ს ფარგლებში, მოსკოვის გორკის პარკში გაიმართება. ნინო ქათამაძესთან ერთად ამ დღეს კონცერზე ფრანგი მომღერალი Zaz, ასევე, Brainstorm და ივან დორნი გამოვლენ.

10 ივნისს ფესტივალი პეტერბურგში გადაინაცვლებს და კონცერტი ელაგინის კუნძულზე გაიმართება.


ბეჭდვა