ცნობილი ქართველი პიანისტი ედიშერ სავიცკი დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტს გამართავს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანი რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.
პროექტი საზღვარგარეთ წარმატებული ცნობილი ქართველი მუსიკოსების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურნეს ითვალისწინებს, რომლის დროსაც ისინი სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
პროექტი 16 მაისს, თელავში სწორედ ედიშერ სავიცკის მასტერკლასით გაიხსნა, დღეს კი - პიანისტის კონცერტით, მისი პირველ ეტაპი დასრულდება.
ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს მასშტაბით, წარმატებული ქართველი პიანისტის დათო ალადაშვილის ტურნეა დაგეგმილი.
