კინოთეატრ „ამირანში“ პროექტ „ქართული ფილმების კრებულის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება. როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი“ ბანკიდან
აცნობეს, კინოთეატრში ისტორიულ-რევოლუციურ თემაზე შექმნილ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს - „არსენა ჯორჯიაშვილი“ უჩვენებენ.
მათივე ცნობით, „არსენა ჯორჯიაშვილი“ „ქრისტინეს“ შემდეგ მეორე ფილმია, რომლიც „ქართული ფილმების კრებულის“ ფარგლებში აღადგინეს.
პროექტის ფარგლებში ძველი ქართული ფილმების ციფრულ ფორმატში გადატანა ხდება, რაც მათ მომავალში განადგურებისგან დაიცავს.
იგი „თიბისი ბანკის“ ჟურნალ „ცხელ შოკოლადისა“ და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.
