საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეს, საბავშვო ფილმების ფესტივალი - „ოქროს პეპელა“ გაიხსნება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, საკონკურსო პროგრამაში წარდგენილ ფილმებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.
ჟიური გამარჯვებულს სცენარის, რეჟისორის, ოპერატორის, მონტაჟის, მსახიობი გოგონას, მსახიობი ვაჟის, ეპიზოდური როლის, მუსიკის, გრაფიკისა და ანიმაციის ნომინაციებში გამოავლენენ.
გამარჯვებულ ფილმს დიპლომი და გრან-პრი - "ოქროს პეპელა" გადაეცემა.
ფესტივალი „ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში საკონკურსო ფილმების ჩვენებით გაიხსნება. ხვალ კი, არასაკონკურსო ფილმების ჩვენება გაიმართება.
ფესტივალი 1 ივნისს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.
საბავშვო ფილმების ფესტივალში 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ფესტივალს საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა აქვს. ის მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების კონკურსს მოიცავს.
საკონკურსო ფილმები ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება.
